loader

რიგი "დინამოსთან" - გულშემატკივრები საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთებს საათობით ელიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიგი "დინამოსთან" - გულშემატკივრები საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთებს საათობით ელიან

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენასთან" საქართველო-გერმანიის თამაშზე დასწრების მსურველთა რიგი დგას.

ბილეთების შეძენის მსურველები ამბობენ, რომ დღეს მხოლოდ ერთი სალარო მუშაობს და ისიც - რამდენჯერმე გაიღო და დაიკეტა.

რიგში მდგომი გულშემატკივრების თქმით, ბევრი მათგანი თითქმის 3 საათია ელოდება სალარომდე მისვლას, რომ ბილეთები შეიძინოს. როგორც ისინი ამბობენ, არსებული ინფორმაციით, საკმარისი რაოდენობის ბილეთები ჯერ არ არის დაბეჭდილი.

საქართველო-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო. ბილეთის ფასი - 10, 15, 20 და 30 ლარია. მატჩი 29 მარტს "დინამო არენაზე", 20:00 საათზე დაიწყება.