loader

ნანატრი გამარჯვება: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველივე მატჩი მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნანატრი გამარჯვება: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველივე მატჩი მოიგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა და გაიმარჯვა.

25 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მალტის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი გოლი 83-ე წუთზე, ლევან ყენიას მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა, ანგარიში ჯაბა კანკავამ გახსნა.

მალტელთა კარში მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია (რევიშვილი, 45), ამისულაშვილი, კვირკველია (ყენია, 45), კაშია, კობახიძე (ძალამიძე, 84), მახარაძე, კანკავა, ნავალოვსკი, ჭანტურია (ყაზაიშვილი, 63), ოქრიაშვილი (ვაწაძე, 71), მჭედლიძე (ცხადაძე, 71).

29 მარტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში გერმანიის ნაკრებთან უწევს შეხვედრა.