loader

საქართველო-გერმანიის მატჩის დროს მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო-გერმანიის მატჩის დროს მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ

29 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის V ტურის შეხვედრა გერმანიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონების უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა. სტუმრებმა საქმე პირველსავე ტაიმში მოათავეს. 39-ე წუთზე მარიო გიოტცემ ჩვენს საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა, რის შემდეგაც ბურთი მარკო როისს მიუვიდა, ამ უკანასკნელს კი ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.

ხუთი წუთის შემდეგ სტუმრებმა გიორგი ლორიას კარი მეორედ დალაშქრეს - იოზილის გადაცემის შემდეგ თომას მიულერმა ქართველ მცველებს აჯობა - 0:2.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, მე-60 წუთზე გატანასთან ახლოს კი როისი იყო, რომლის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

თამაშის ბოლოსკენ მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ, რითაც მატჩის მიმდინარეობა შეაფერხეს. მოედანზე გადმოცულები დაცვამ გაიყვანა.

იხილეთ ასევე: საქართველო გერმანიასთან 0:2-ით დამარცხდა