loader

აზერბაიჯანელი სპორტსმენი სომხეთის ჰიმნის დროს კვარცხლბეკზე ჩაიცუცქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანელი სპორტსმენი სომხეთის ჰიმნის დროს კვარცხლბეკზე ჩაიცუცქა

მოსკოვში 29 მარტს სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა 35 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს. გამარჯვებულების დაჯილდოების დროს ერთ-ერთი სამბისტის არასპორტულმა საქციელმა დარბაზის და ტელემაყურებლების ყურადღება მიიქცია. გამარჯვებული სომეხი სპორტსმენის, აშოტ დანიელიანის პატივსაცემად სომხეთის ჰიმნის შესრულების დროს აზერბაიჯანელი სპორტსმენი ბახტიარ აბასოვი ჩაიცუცქა და მაშინ ადგა, როდესაც ჰიმნი დასრულდა.

არასპორტული საქციელის გამო აბასოვს ბრინჯაოს მედალი ჩამოერთვა და 2 წელიწადი დისკვალიფიცირებული იქნება.