loader

ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დაცემა ინტერნეტს ახალისებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დაცემა ინტერნეტს ახალისებს

ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქვეყნის ჩემპიონების დაჯილდოების დროს სცენიდან გადმოვარდა. ქვეყანაში ეროვნული პირველობის ფინალი გაიმართა. ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ადგილობრივმა "მელბურნმა" ანგარიშით 3:0 სიდნეის მოუგო და ქვეყნის საუკეთესო გუნდი გახდა.

მაგრამ გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ეპიზოდმა, რომელიც მატჩის შემდეგ მოხდა: ჩემპიონების დაჯილდოების დროს ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფრენკ ლიუის ფეხი დაუცდა და სცენიდან გადმოვარდა.

საბედნიეროდ, დაცემის შემდეგ 84 წლის ლიუი არ დაშავებულა და მელბურნს ტიტულის მოპოვება მაინც მიულოცა.

ჩინოვნიკის კურიოზული დაცემის ამსახველი ვიდეო 2 საათში 200 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და მნახველთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.