loader

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გარე პერიმეტრზე სამუშაოები 20 ივნისისთვის დასრულდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გარე პერიმეტრზე სამუშაოები 20 ივნისისთვის დასრულდება

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გარე პერიმეტრზე სამუშაოები 20 ივნისისთვის დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს დედაქალქის მერმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.

თბილისის მერმა, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ, ასევე რაიონის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ, დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი ლოკომოტივის) სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. სტადიონის რეაბილიტაცია ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადის ფესტივალის "თბილისი 2015"-ის ფარგლებში მიმდინარეობს.

ლოკომოტივის სტადიონზე ჩატარდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონია და ასევე დაგეგმილია სხვა ღონისძიებები. ნარმანიას ინფორმაციით, სამუშაოები დაახლოებით 15-20 ივნისისათვის დასრულდება.