loader

სტიქიამ გმირთა მოედანზე მდებარე ტანვარჯიშის ცენტრი დააზიანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქიამ გმირთა მოედანზე მდებარე ტანვარჯიშის ცენტრი დააზიანა

სტიქიის შედეგად გმირთა მოედანზე მდებარე ტანვარჯიშის ცენტრი დაზიანდა. წყალი შენობის პირველ სართულზე შევარდა, რის შედეგადაც მთლიანად განადგურდა პირველ სართულზე მდებარე სპორტული ინვენტარი. დარბაზები ტალახით არის სავსე. როგორც "ინტერპესნიუსს" ცენტრის ხელმძღვანელმა ფიქრია ფანქველაშვილმა განუცხადა, ზარალი ძალიან დიდია.

"სტიქიამ ძალიან დაგვაზარალა. შემოვარდა წყალი და მთლიანად გაგვინადგურა სპორტული ინვენტარი. ერთადერთი მხოდოდ, ბატუტი შეიძლება გადარჩეს. ამ ცენტრში ემზადებოდნენ ის ბავშვები, რომლებსაც "თბილისი 2015"-ში უნდა ეასპარეზათ, რაც დიდ პრობლემას შექმნის", - განაცხადა ფიქრია ფანქველაშვილმა.

დატბორილია შენობის გარე ნაწილი, სპორტული ცენტრის შენობასა და მის ეზოს ამ წუთებში საავიაციო უნივერსიტეტიდან მოხალისეები ასუფთავებენ.