4 წლის გოგონამ მამასთან ერთად უმაღლესი პილოტაჟის ფიგურა შეასრულა
კანადელმა პროფესიონალმა პილოტმა რაფაელ ლანგუმერმა გადაწყვიტა, საკუთარი 4 წლის ქალიშვილისთვის ეჩვენებინა, რა არის უმაღლესი პილოტაჟი. ფრენის დროს აღმოჩნდა, რომ გოგონა მამაზე არანაკლები ექსტრემალია. როდესაც მამა რთულ მანევრს ასრულებს, ლეა საოცრად გადამდები სიცილით იცინის და მამას კიდევ ერთხელ გამეორებას სთხოვს.