loader

ქართული სენსაცია უიმბლდონზე! - ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-15 ჩოგანი დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული სენსაცია უიმბლდონზე! - ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-15 ჩოგანი დაამარცხა

2 ივლისს, უიმბლდონის ტურნირის მეორე წრის მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-15 ნომრად განთესილ ესპანელს, ფელისიანო ლოპესს შეხვდა და სენსაციურად დაამარცხა ხუთ სეტში - 7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4.

თამაში 2 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა. იქ ისევ ესპანელს შეხვდება - მე-20 ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა-აგუტს (22).

23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი დაიბევა.