loader

ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხი უიმბლდონზე: ქართველი ჩოგბურთელი ტურნირს 1/16-ფინალიდან გამოეთიშა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხი უიმბლდონზე: ქართველი ჩოგბურთელი ტურნირს 1/16-ფინალიდან გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირში გამოსვლა 1/16-ფინალში დაასრულა. 4 ივლისს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან შეხვედრაში 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ პირველ სეტში იბრძოლა - 6:7, 0:6, 1:6.

ბასილაშვილმა უმბლდონის მესამე წრეში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი უკვე გამოიმუშავა. შეგახსენებთ, ტურნირის მეორე წრეში მან ფელისიანო ლოპესს აჯობა. მანამდე, ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს მოუგო, ძირითად ბადეში მოხვედრამდე კი საკვალიფიკაციო სამი ეტაპი დაძლია.