loader

მეჩირაღდნე სპორტის მინისტრი და პრემიერი ვაჟებთან ერთად საზეიმო ცერემონიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეჩირაღდნე სპორტის მინისტრი და პრემიერი ვაჟებთან ერთად საზეიმო ცერემონიაზე

თბილისი მზად არის ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურმა ოლიმპიური ცეცხლი ჩირაღდნიდან დიდ თასში აანთო.

ჩირაღდანი პრემიერს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა, რომელიც ბოლო მეჩირაღდნე იყო. ოლიმპიური ცეცხლის თავისუფლების მოედანზე მიტანის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა იქ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

იხილეთ ასევე: ამაღელვებელი მომენტი - ოლიმპიური ცეცხლი თბილისშია