loader

ნახტომი წყალში 19-სართულიანი სახლის სიმაღლიდან - ეს კი ნამდვილად გაგრილდებოდა! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნახტომი წყალში 19-სართულიანი სახლის სიმაღლიდან - ეს კი ნამდვილად გაგრილდებოდა!

კლდეებზე მცოცავმა ექსტრემალმა ლასო შალემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ექსტრემალი შვეიცარიის ალპებში წყალში 58,8 მეტრის სიმაღლის კლდიდან ჩახტა, რაც დაახლოებით 19-სართულიან სახლს უტოლდება. წინა რეკორდი 56,71 მეტრს შეადგენდა.

თავისუფალი ფრენის დროს, რომელიც 3,5 წამი გრძელდებოდა, შალემ 123 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. სპორტსმენს მყვინთავების ჯგუფი ახლდა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ექსტრემალს დაეხმარებოდნენ, მაგრამ 27 წლის შვეიცარიელმა ნახტომი ტექნიკურად სწორად შეასრულა და ტრავმების თავიდან აცილება შეძლო.