loader

"სრულიად საქართველოს და ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს ვუძღვნით" - "ბორჯღალოსნები" არგენტინასთან თამაშამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სრულიად საქართველოს და ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს ვუძღვნით" - "ბორჯღალოსნები" არგენტინასთან თამაშამდე

დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე მორიგ შეხვედრას გამართავს და არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ქართველი ბორჯღალოსნები ქალაქ გლოსტერთან ახლოს "ჩელტენმ პარკში" არიან დაბანაკებულნი და მომავალი თამაშის წინ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

მერაბ კვირიკაშვილმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ ბორჯღალოსნები დღევანდელ თამაშს, ავღანეთში დაღუპულ 21 წლის ქართველ ჯარისკაცს, ვასილ ყულჯანიშვილს უძღვნიან. ბოლო პატრულირებაზე გასვლამდე, ვასილ ყულჯანიშვილმა ბიჭებს სურვილი გაუმხილა, რომ უნდოდა ქართველი მორაგბეების მხარდამჭერი რგოლი გადაეღოთ, რაც თანამებრძოლებმა მისი დაღუპვის შემდეგ გააკეთეს.

ავტორი: ბესო ჯანგავაძე

ასევე იხილეთ:

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი ანგარიშით დავამთავროთ" - "ბორჯღალოსნები" არგენტინასთან მატჩამდ

"ჩვენი მომღიმარი ძმა, ჩვენი სმაილა..." - როგორ აასრულეს რიგითი ყულჯანიშვილის თანამებრძოლებმა მისი ბოლო სურვილი

ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცის წერილი ინგლისში მყოფ "ბორჯღალოსნებს"