loader

ქუთაისთან დაძმობილებული ნიუპორტის მერმა ნაკრების ქუთაისელ მორაგბეებს უმასპინძლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისთან დაძმობილებული ნიუპორტის მერმა ნაკრების ქუთაისელ მორაგბეებს უმასპინძლა

ნიუპორტის მერიამ საქართველოს ნაკრების ქუთაისელ მორაგბეებს - გიორგი ნემსაძეს, მიხეილ ნარიაშვილსა და გიორგი ფრუიძეს უმასპინძლა. ბრიტანული ქალაქი უკვე წლებია ქუთაისთან დაძმობილებულია. სწორედ ამიტომ ნიუპორტში ჩასულ ქართველ მორაგბეებს შეხვედრა ქალაქის მერიაში მოუწყვეს. ნიუპორტის მერი და მერიის თანამშრომლები დეტალურად დაინტერესდნენ საქართველოს ნაკრებსა და ქართულ რაგბიში მიმდინარე მოვლენებით. ამასთან, ქუთაისელ მორაგბეებს მშობლიურ ქალაქში ახალი სტადიონის გახსნა მიულოცეს.

"მილენიუმი", სადაც თქვენ ახალ ზელანდიას უნდა ეთამაშოთ, 75 ათას ადამიანს იტევს. რამდენადაც ვიცი, ახალი ზელანდიიდან ხუთი ათასამდე ქომაგია ჩამოსული. გარწმუნებთ, დანარჩენი 70 ათასი საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრებს" - თქვა დამშვიდობებისას ქალაქ ნიუპორტის მერმა.

"ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასზე მესამე შეხვედრას ნიუპორტში, ზელანდიის ნაკრებთან ჩაატარებენ.

ავტორი: ბესო ჯანგავაძე