loader

გაზეთმა "ლელომ" და კომპანია "ლიდერ-ბეთმა" საუკეთესო ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი გამოავლინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაზეთმა "ლელომ" და კომპანია "ლიდერ-ბეთმა" საუკეთესო ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი გამოავლინეს

გაზეთმა "ლელომ" და კომპანია "ლიდერ-ბეთმა" ეროვნული ჩემპიონატისთვის საუკეთესო ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი გამოავლინეს. დაჯილდოების ცერემონიალი "ბიბლუსი გალერიში" გაიმართა. სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად გორის "დილას" ფეხბურთელი ირაკლი მოდებაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში - ასევე "დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნომინაციებში გამარჯვებულებმა განუცხადეს, ყოველთვის სასიამოვნოა ასეთ ნომინიაციაში გამარჯვება და ეს მათთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი იქნება სულ.

"ლელოს" მთავარი რედაქტორის, თენგიზ გაჩეჩილაძის თქმით, ასეთი ტიპის პროექტები სტიმულს აძლევს როგორც ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, ასევე ქართული ფეხბურთის განვითარებას.

"ვინც გამოვავლინეთ, ყველა ღირსეულია. დღესაც ღირსეულებმა დაიმსახურეს ეს პრიზი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გაზეთი "ლელო" და "ლიდერ-ბეთი" რამდენიმე წელია რაც ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციას ავლენენ. ამ ნომინაციას მიმდინარე სეზონიდან ყოველთვიური ნომინაცია – თვის საუკეთესო ფეხბურთელი და თვის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი დაემატა.