loader

განსაკუთრებული მატჩი ქართული რაგბისთვის: "ჩვენ შეგვიძლია ისტორიაში შევიდეთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განსაკუთრებული მატჩი ქართული რაგბისთვის: "ჩვენ შეგვიძლია ისტორიაში შევიდეთ"

დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ექსეტერში, "სენდი პარკზე" მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნები" ნამიბიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებებმა აქამდე ერთმანეთთან ოთხჯერ ითამაშეს. სამი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მოიგო, ერთიც ნამიბიამ. კაპიტნის ვარჯიშამდე კომენტარი მერაბ კვირიკაშვილსა და გიორგი ნემსაძეს ვთხოვეთ.

საქართველოს ნაკრებს ამ მატჩში აუცილებლად სჭირდება გამარჯვება და, თუ ორ დღეში ახალი ზელანდია ტონგას დაამარცხებს, რაც ძალიან მოსალოდნელია, "ბორჯღალოსნები" ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებენ და 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების საგზურს მოიპოვებენ.

ავტორი: ბესო ჯანგავაძე

www.sportall.ge