მოთხილამურე 490 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა და გადარჩა
11:18 / 16-11-2015
პროფესიონალი მოთხილამურე იან მაკინტოში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ალასკაზე მთიდან დაშვებისას ექსტრემალ სპორტსმენს თან გადამღები ჯგუფი ახლდა, რომელიც დაშვებას დოკუმენტური ფილმისთვის იღებდა. შესაბამისად, მაკინტოშის 500-მეტრიანი ვარდნა კამერებმა სრულად დააფიქსირეს. მოთხილამურე ცოცხალი და ჯანმრთელია და ამბობს, რომ საყვარელი საქმის კეთებაში ეს შემთხვევა ხელს ვერ შეუშლის.