საპროტესტო აქცია საფეხბურთო სკოლაში: "ოლიმპის" მოედნები სამშენებლო კომპანიამ მძიმე ტექნიკით დაანგრია
თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" მოედნები მძიმე ტექნიკით დაანგრიეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე გუშინ შევიდა. საფეხბურთო სკოლის დანგრევის გასაპროტესტებლად დღეს მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა აქცია გამართა. როგორც საპროტესტოდ განწყობილი პირები აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აშენება იგეგმება.
"ტერიტორია ესტონურმა სამშენებლო კომპანიამ შეისყიდა, რომლის ხელმძღვანელობამ "ოლიმპის" წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ ორი წლის განმავლობაში ტერიტორიას არ შეეხებოდნენ, თუმცა გუშინ ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედნები შესაბამისი ტექნიკით დაშალეს", - წერს sportall.ge.