loader

სენსაცია ავსტრალიის ღია პირველობაზე - სერენა უილიამსი ფინალში დამარცხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სენსაცია ავსტრალიის ღია პირველობაზე - სერენა უილიამსი ფინალში დამარცხდა

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალი სენსაციური შედეგით დასრულდა. გერმანელმა ანჟელიკა კარბერმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ამერიკელი სერენა უილიამსი ანგარიშით 6:4, 3:6, 6:4 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

30 იანვარს გამართული დაპირისპირება 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. 28 წლის ბრემენელმა ჩოგბურთელმა, რომელიც WТА-ს რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებდა, პირველად ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში და შესაბამისად, სერენასთან აშკარა აუტსაიდერად იყო მიჩნეული.

WТА-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 1-ელ თებერვალს გამოქვეყნდება, ანჟელიკა მეორე ადგილზე იქნება.