loader

არგენტინელი მორაგბე სპორტიდან ამ საქციელის გამო სამუდამოდ მოკვეთეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არგენტინელი მორაგბე სპორტიდან ამ საქციელის გამო სამუდამოდ მოკვეთეს

არგენტინელი მორაგბე, რომელმაც თამაშის დროს მეტოქეს სახეში წიხლი განზრახ ამოსცხო, 99-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. გუნდ "პუკარას" მოთამაშე კიპრიანო მარტინესის დასჯის გადაწყვეტილება ქვეყნის რაგბის ფედერაციამ მიიღო.

მარტინესის არასპორტული საქციელი კამერამ ნათლად აღბეჭდა, თუმცა ინციდენტი მაშინვე არც მატჩის მსაჯს გამოჰპარვია, რომელმაც მორაგბე უმალ გააძევა მოედნიდან.

თამაშის შემდეგ კლუბმა "პუკარამ" მეტოქე "სან-ალბანოს" თავისი მორაგბის ქმედების გამო ბოდიში მოუხადა.

www.sportall.ge