loader

ქსოვრელები, მინისტრისა და გულშემატკივრების ემოციური დახვედრა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქსოვრელები, მინისტრისა და გულშემატკივრების ემოციური დახვედრა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში

ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები რუსეთის ქალაქ ყაზანიდან თბილისში დაბრუნდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდური ჩემპიონატის ფინალში კი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და კონტინენტის ჩემპიონები მერვედ გახდნენ. ევროპის ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დახვდა და წარმატება მიულოცა.