loader

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

28 მაისს "სან სიროზე" მადრიდის "რეალისა" და თანაქალაქელ "ატლეტიკოს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა.

გუნდებს შორის შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ ანგარიშთ 1:1 დასრულდა.

მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში "სამეფო კლუბის" მცველმა სერხიო რამოსმა გახსნა. 48-ე წუთზე კი "ატლეტიკოს" გათანბრების კარგი შანსი მიეცა. "რეალის" კარში პენალტი დაინიშნა, თუმც ანტუან გრიზმანმა ხარიხას მოარტყა ბურთი. ამის მიუხედავად "ატლეტიკომ" 79-ე წუთზე მაინც გაათანბრა - გაბის პასის შემდეგ ხუანფრანმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას კარასკომ დაასწრო.

დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში "რეალმა" იმარჯვა - 5:3.

ამ გამაჯვებით "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტიტული მოიპოვა.

www.sportall.ge