loader

"მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის" - მესი ნაკრებს ტოვებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის" - მესი ნაკრებს ტოვებს

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკა 2016-ის ფინალში ჩილესთან (0:0, პენ. 2:4) მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს.

"გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ძალიან მინდოდა ტიტულის მოგება ნაკრებთან ერთად და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ისევ არ გამოგვივიდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი პენალტი ვერ გავიტანე და მორჩა. გასახდელში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი დრო ნაკრებში დასასრულს მიუახლოვდა. ოთხი ფინალი წავაგე. დღეს გამარჯვებას ვცდილობდით, მე ვცდილობდი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის. ფინალში მარცხი, რა თქმა უნდა, არ გვაწყობს. ძალიან მინდოდა, არგენტინასთან ერთად ჩემპიონი გავმხდარიყავი, მაგრამ არ გამოვიდა", - თქვა "ბარსელონას" ვარსკვლავმა, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 113 მატჩში 55 გოლი აქვს გატანილი.

www.sportall.ge