loader

ქართველი სუმოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი სუმოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში სუმოში მსოფლიოს ჩემპიონატი დამთავრდა.

საქართველოს  სპორტულ ღირსებას ექვსი სპორტსმენი იცავდა. მათგან შესანიშნავად იასპარეზა 18-წლამდელთა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ამირან წიქორიძემ, რომელმაც ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში ესტონელი ოლივერ ვალდე დაამარცხა, გადამწყვეტ პაექრობაში კი იაპონელ იოტა კანოს აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. საგულისხმოა, რომ შარშან წიქორიძემ 16-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.