loader

რუსი მორაგბეების მიმართვა მერაბ კვირიკაშვილს - "მერაბ, ჩვენ ვიცით, რომ ცუდი ამბავი დაგატყდა თავს..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი მორაგბეების მიმართვა მერაბ კვირიკაშვილს - "მერაბ, ჩვენ ვიცით, რომ ცუდი ამბავი დაგატყდა თავს..."

რუსული რაგბის კლუბმა "ენისეი-სტმ"-მ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც სპორტსმენები ქართველ მორაგბეს უსამძიმრებენ.

"მერაბ, ჩვენ ვიცით, რომ ცუდი ამბავი დაგატყდა თავს. ვხვდებით, რომ შენი ტკივილის შემსუბუქება არანაირ სიტყვას არ შეუძლია, მაგრამ იცოდე, რომ მარტო არ ხარ. ჩვენ შენ გვერდით ვართ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი მეუღლე. ძლიერი უნდა იყო, შენ შვილები გყავს. ყველაფერი კარგად იქნება. ამ რთულ მომენტში ჩვენ ყველანი შენ გვერდით ვდგავართ".