loader

ვალერი ლიპარტელიანის განცდები დაჯილდოების ცერემონიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალერი ლიპარტელიანის განცდები დაჯილდოების ცერემონიაზე

10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (-90) საქართველოს პირველი ვერცხლის, ჯამში კი, მეორე მედალი მოუტანა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრინჯაო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73) დაისაკუთრა.

გადამწყვეტ შეხვედრაში 27 წლის ქართველი ძიუდოისტი იაპონელ მიშუ ბაკერს დაუპირისპირდა და იუკოთი დამარცხდა.

ვალერიმ ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთკორეელი დონჰან გვაკი ორჯერ ვაზარზე დააგდო, მეოთხედფინალში კი მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი გაფრთხილებებით დაამარცხა.

სასტარტო შეხვედრებში ლიპარტელიანმა ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი და ნაურუელი ოვინი უერა შებოჭა.

მთელი დაჯილდოების ცერემონიალის განმავლობაში ვალერი ლიპარტელიანი თავდახრილი იდგა. მან ბოლოს ცრემლი ვერ შეიკავა.

ასევე იხილეთ: "გენაცვალე, ლიპო, შენ შემოგევლე, შენ!" - ვალერი ლიპარტელიანი ბრწყინვალე ილეთით ფინალშია

ვალერი ლიპარტელიანის გადამწყვეტი ბრძოლა ოქროს მედლისთვის და მწარე მარცხი