loader

შმაგი ბოლქვაძის გადარეული სახე და ემოცია მედლის მოგების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შმაგი ბოლქვაძის გადარეული სახე და ემოცია მედლის მოგების შემდეგ

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოს მესამე მედალია თამაშებზე.
გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლქვაძე იაპონელ ტომოჰირო ინუეს დაუპირისპირდა. პირველი პერიოდი უქულოდ დასრულდა, მეორეში კი შმაგიმ გამარჯვების მომტანი ქულის მოპოვება შეძლო.
22 წლის ბათუმელი ფალავანი 1/2-ფინალში სერბ დავორ შტეფანეკთან დამარცხდა. 1/8-ფინალში მან ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკს სძლია, 1/4-ფინალში კი 30 წლის ირანელი ოლიმპიური ჩემპიონი ომიდ ნოროოზი დაამარცხა.

ამით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიოში გამოსვლა დაასრულა. დღეს რევაზ ნადარეიშვილმაც (98) იასპარეზა, რომელიც ბრძოლას 1/8-ფინალში გამოეთიშა.
ქართველი სპორტსმენებიდან ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (90), ბრინჯაოს მედალი კი ასევე ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73) მოიპოვა.