loader

"დღეს ყველა გოგო შენზე ლაპარაკობს, შეყვარებული თუ გყავს?" - ინგა გრიგოლიას კითხვა ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ყველა გოგო შენზე ლაპარაკობს, შეყვარებული თუ გყავს?" - ინგა გრიგოლიას კითხვა ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს

რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, ძალოსანი ლაშა ტალახაძე TV პირველს ბრაზილიიდან ჩაერთო და მაყურებელს საკუთარ გამარჯვებასა და ემოციაზე უამბო. იგა გრიგოლიას ეთერში მან მომავალ გეგმებზეც ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა მას პირად გრძნობებზეც ჰკითხა...

16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

ტალახაძემ რიოში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.

ასევე იხილეთ: შენი შემყურე ვანებებ თავს გახდომაზე ოცნებას და ვრჩები ჩემს წონით კატეგორიაში: 100+ - უსუფაშვილი ჩემპიონ ტალახაძეს