სპორტსმენი ძმას ფინიშამდე მისვლაში დაეხმარა და ხაზი პირველს გადააკვეთინა
12:18 / 19-09-2016
მექსიკაში მიმდინარე ტრიატლონის მსოფლიო ჩემპიონატზე 26 წლის ბრიტანელ ჯონი ბროუნლის ფინიშამდე სულ რაღაც 700 მეტრი აშორებდა, როდესაც მოულოდნელად ცუდად გახდა და ბრძოლის გაგრძელება გაუჭირდა. მას ძმა, 28 წლის ალისტაირი წამოეწია, ჯონის ხელი მოჰკიდა და ფინიშამდე ასე მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ ალისტაირმა პირველი ფინიშის ხაზი ძმას გადააკვეთინა და შემდეგ თვითონ გადაკვეთა. საბოლოოდ, ჯონი მეორე ადგილზე გავიდა, ალისტაირი მესამეზე, ხოლო პირველი ადგილი სამხრეთ აფრიკელმა ჰენრი შუმანმა დაიკავა.