loader

ლაშა ტალახაძის ორი რეკორდი და მორიგი ტრიუმფი ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაშა ტალახაძის ორი რეკორდი და მორიგი ტრიუმფი ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე

10 დეკემბერს, ისრაელის ქალაქ ეილათში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალოსანთა შორის საქართველოს ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა - ჯამში 22 მედალი!

ტურნირის ბოლო დღეს ქართველმა ძალოსნებმა 11 მედალი დაისაკუთრეს. რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა და რეკორდსმენმა, მძიმეწონოსანმა ლაშა
ტალახაძემ კი კიდევ ერთ ტიტული - 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობა, სამი ოქროს მედალი და ორი რეკორდი დაიმატა.

ლაშამ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა. პირველ მისვლაზე 193 კგ დაძლია, მეორეზე კი - 200 კგ, რითაც მოხსნა რუსლან ალბეგოვის მიერ დამყარებული რეკორდი (195 კგ). მესამე მისვლაზე ტალახაძემ ახალი რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა და 205 კილოგრამი დაძლია!

ქართველი ძალოსანი აკვრაში მარტო ორ მისვლაზე მივიდა. პირველად 222 კგ დაძლია, მეორედ - 235 კგ, ორჭიდში 440 კგ დააგროვა და 5 კგ-ით გააუმჯობესა ალბეგოვის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი ორჭიდში, რომელიც 435 კილოგრამს შეადგენდა.

დღესვე 23-წლამდელებში 105 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით ხეცურიანი გახდა, ხოლო გიორგი ჩხეიძე - ბრინჯაოს პრიზიორი.

Georgian weightlifter becomes European champion, sets 2 records, wins 3 medals