loader

როგორ შეხვდნენ დეპუტატები პრეზიდენტს პარლამენტში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეხვდნენ დეპუტატები პრეზიდენტს პარლამენტში?

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დაიწყო. გიორგი მარგველაშვილის მოხსენებას 99 დეპუტატი ისმენს.

პლენარულ სხდომას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ეს არის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხე ყოველწლიური ანგარიში, რომლითაც პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან კანონმდებლებსა და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.