loader

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და სტადიონზე დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და სტადიონზე დაბრუნდა

საფეხბურთო კლუბ "გაგრას" ფეხბურთელმა ნიკა მნათობიშვილმა 8-თვიანი ბრძოლის შედეგად, სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდა.
ის 8 თვის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს და საბოლოოდ, თავისი სიმტკიცით და გამძლეობით, მასზე გაიმარჯვა.

"დავამარცხე სიმსივნე და სტადიონზე დავბრუნდი. 6 ქიმიოთერაპია გავიკეთე და რა ვიცი, ბევრი რამე გადავიტანე საკუთარ თავზე.
რაც შეეხება ვარჯიშს, ერთი თვეა დავიწყე ვარჯიში და ახლა უკვე სრულ დატვირთვაზე ვარ. 5 დღის წინ ჩამოვფრინდი სტამბულიდან, შემოწმებაზე ვიყავი და ყველაფერი კარგად არის ღმერთის წყალობით. სამ თვეში ისევ შემოწმებაზე მივდივარ, რომ მაინც არაფერი გამოგვეპაროს.
რთული იყო ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი შემართებით ვიყავი. მჯეროდა, რომ სტადიონს დავუბრუნდებოდი. ჩემი ცხოვრება სპორტია, ამის გარეშე არც წარმომიდგენია თავი და მართლა ღმერთის წყალობით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უფლის ნებით დავბრუნდი", - გვითხრა მნათობიშვილმა.