loader

პუტინთან და კადიროვთან დაახლოებული ქართველი სპორტსმენი, რომელიც საქართველოდან სიღარიბეს გაექცა - "ჩვენ ვართ რუსეთი!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინთან და კადიროვთან დაახლოებული ქართველი სპორტსმენი, რომელიც საქართველოდან სიღარიბეს გაექცა - "ჩვენ ვართ რუსეთი!"

მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ლიდერობისთვის და გამარჯვებისთვის არის დაბადებული, თუმცა საქართველოში არ გაუმართლა... 2013 წელს ქვეყნიდან წავიდა და ტატამზე ახლა, რუსეთის სახელით გამოდის. ეს ქუთაისელი სპორტსმენი, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძეა.
დავით ჩაკვეტაძემ საქართველოს შემდეგ, რუსეთს არაერთი წარმატება მოუტანა, 2016 წელს კი რუსეთის სახელით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩაკვეტაძემ ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ჟან ბელენიუკს 9:2 სძლია და ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა.

დავით ჩაკვეტაძე რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, აშკარაა რომ ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, მოსკოვში მდიდრულად ცხოვრობს და რუსული ელიტური წრეების ხშირი სტუმარია.

იხილეთ სტატია ამ თემაზე Palitravideo.ge-ს პარტნიორ საიტზე Reitingi.ge