X
როგორ დააკავეს პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
18:28 / 02-08-2017
უკრაინის პოლიციამ კიევში საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი დააკავა, რომელსაც სამშობლოში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა ბრალდება არასრულწლოვან გოგონებთან.
როგორც ავსტრიის სასამართლოში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა,
56 წლის ზაიზენბახერი უკრაინის დედაქალაქში, საკუთარ ბინაში იმალებოდა. მისი გამოვლენა კი ავსტრიაში განხორციელებული სატელეფონო ზარებით მოხერხდა. ავსტრიის ხელისუფლებამ უკვე გადაუგზავნა უკრაინას ყველა საჭირო დოკუმენტი დაკავებულის ექსტრადირებისთვის. წარსულში ცნობილი ძიუდოისტის საქმეზე სასამართლოში ახალი მოსმენის დანიშვნის ვადა მოგვიანებით დადგინდება.

ზაიზენბახერს ბრალი ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაულში ედება. საქმე 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში პერიოდს ეხება, რა დროსაც პეტერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა. საქმე ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლის ჩვენების საფუძველზე აღიძრა, გამოძიება კი სამი წელი მიმდინარეობდა.

ზაიზენბახერი ბოლო დროს მწვრთნელად აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობდა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კი 2010-12 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში 1984 წელს ლოს-ანჯელესის, 1988 წელს კი სეულის თამაშებზე მოიპოვა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
სამწუხაროდ, კუნძულზე ვირუსი სწრაფად ვრცელდება - რა ვითარებაშია გიორგი ლორია
მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს
არის თუ არა უსაფრთხო სასეირნოდ გასვლა? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი 
პანდემია შეიძლება დასრულდეს მაის-ივნისში, თუმცა... - ამირან გამყრელიძე
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის მიმართვა, რომელმაც იტალია შეძრა - "არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს, რა გამოსცადა ჩემმა სხეულმა, სულმა და გონებამ" [ქართული ტიტრებით]
"პირბადეები გაიკეთეთ, რა, მე კორონადან გამოვედი" - ექიმი ჟურნალისტებს
საშიშია თუ არა კორონავირუსი მათთვის, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი?
"იანვარში მქონდა ეს ვირუსი" -  კომენტარი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა