loader

შეხვედრის უკანასკნელი წამები - საქართველოს 16 წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში დიდი ბრიტანეთი დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეხვედრის უკანასკნელი წამები - საქართველოს 16 წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში დიდი ბრიტანეთი დაამარცხა

16-წლამდელთა ნაკრებისა და ქართული კალათბურთის გამარჯვება ევროასპარეზზე
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-3 ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დრამატულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით - 64:63 მოუგო და ბრინჯაოს მედალთან ერთად მოიგო გაცილებით ძვირფასი ტიტული - მომავალი წლისთვის ელიტარული - A დივიზიონის საგზური.

აღნიშნულ ამოცანას ქართველებმა კარგად გაართვეს თავი. გამარჯვება ძალიან ლამაზი და დრამატიზმით აღსავსე გამოვიდა, რადგანაც ქართველებმა თითქმის უიმედო მატჩი ორჯერ შემოატრიალეს და საბოლოოდ ზედ საფინალო სირენის წინ ჩაგდებული ბურთით იმარჯვეს.

www.sportall.ge