loader

ყველაზე ემოციური ბოლო წუთები - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე ემოციური ბოლო წუთები - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში მიმდინარე "აკროპოლისის თასზე" მეორე შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან ჩაატარა და 68:66 გაიმარჯვა.

პირველი მეოთხედი სერბების უპირატესობით წარიმართა და მათი ხუთქულიანი უპირატესობით დასრულდა (20:15), თუმცა მეორე მეოთხედი ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად ჩაატარეს, დიდ შესვენებაზე ანგარიში გათანაბრდა და 36:36 გახდა.

შესვენების შემდეგ კვლავ სერბები გავიდნენ წინ 5-ქულიანი უპირატესობით.

ბოლო მეოთხედი დაძაბულად წარიმართა, გადამწყვეტი კი ბოლო წამებზე, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო, დუდა სანაძის 3-ქულიანი აღმოჩდა, რის შემდეგაც სერბებმა მხოლოდ ერთი საჯარიმო ჩააგდეს.

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო 21 ქულით, 13 მოხსნითა და 3 პასით. 10 ქულითა და 2 მოხსნით დაეხმარა გუნდს დუდა სანაძე. გიორგი ცინცაძემ 9 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასია გიორგი შერმადინის ანგარიშზე, ხოლო მაიკლ დიქსონის - 8 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი.

შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი საბერძნეთი ანგარიშით 72:71 დაამარცხა, ბოლო მატჩს კი 25 აგვისტოს იტალიასთან ჩაატარებს.