loader

რონალდუ: ჩემი ქალიშვილი ჩემსავით ლამაზია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რონალდუ: ჩემი ქალიშვილი ჩემსავით ლამაზია

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ "ინსტაგრამზე" პირდაპირი ტრანსლაცია გამართა. რონალდუ თაყვანისმცემლებს საკუთარი სახლის ვერანდიდან შვილებთან ერთად ჩაერთო. ფეხბურთელს ხელში 4 თვის ტყპები ეჭირა. მის გვერდით იყო ასევე უფროსი ვაჟი - 5 წლის კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსი, რომელიც რამდენიმე წუთში წამოხტა და ბურთს გაეკიდა. მამამ სიამაყით შენიშნა, რომ მის შვილს ნამდვილი ტალანტი აქვს.

რონალდუმ თაყვანისმცემლებს ტყუპებიც უჩვენა. მატეო ისეთივე ძლიერია, როგორც მამამისი, ხოლო ევაზე ამბობენ, რომ მგავს - ულამაზესი! - ასე გამოხატა აღტაცება ბედნიერმა მამიკომ.

კრიშტიანუმ კომპლიმენტები არა მარტო ბავშვების, არამედ საკუთარი მისამართითაც მრავლად მიიღო. "ლეგენდა" - დაუწერა მას ფანმა. "გმადლობ, რა თქმა უნდა, მე ლეგენდა ვარ", - გაეღიმა ფეხბურთელს.

ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა რონალდუმ, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხა. ლეგენდარულ ფეხბურთელს "ინსტაგრამზე" 100 მილიონი გამომწერი ჰყავს.