loader

ამაღელვებელი კადრები: ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) იმპერატორის თასი საზეიმოდ გადასცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაღელვებელი კადრები: ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) იმპერატორის თასი საზეიმოდ გადასცეს

ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველ გამარჯვებულს, ლევან გორგაძეს, იმპერატორის თასი იაპონიის განათლების, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების მინისტრმა საზეიმოდ გადასცა. ტოკიოში, გამართულ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა ლევან ცინცაძემ. ქართველი სუმოისტის უპრეცედენტო გამარჯვება ქართველ ხალხს მიულოცა საქართველოს ვიცე - პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. ქართველმა სპორტსმენმა იმპერატორის თასის მოპოვება პირველად მოახერხა. ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

ასევე იხილეთ: ისტორიული დღე - ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია!