loader

საზეიმო წუთები: საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში "რაგბი ევროპის" ჩემპიონია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზეიმო წუთები: საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში "რაგბი ევროპის" ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია. „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 25:16 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის“ ტიტულთან ერთად საქართველოსა და რუმინეთს შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაეუფლნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოკი თხილაიშვილი გახდა. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგეს და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაასრულეს გათამაშება.

სულ რუმინეთი დღემდე 21 შეხვედრიდან 11-ჯერ დავამარცხეთ, 9-ჯერ მეტოქემ იმარჯვა, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ლელოთა თანაფარდობა 34/30-ზეა ჩვენს სასარგებლოდ, ქულების - 392:356.

ქართველი მორაგბეები რაგბი ევროპის ფინალურ მატჩზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ: ყველაზე ემოციური მომენტი საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩზე - "ბორჯღალოსნებს" მაისურებზე "ტატუნაშვილი" აწერიათ

"მსაჯი იმისთანას უსტვენს, არ დაუსტვენია არც ერთ მეზურნეს" - ქართველი კომენტატორის სახალისო ფრაზა საქართველო-რუმინეთის მატჩზე

როგორ აღნიშნეს ქართველმა მორაგბეებმა გამარჯვება - "ბორჯღალოსნების" ცეკვა და სიმღერა "ქართულ ხმებთან" ერთად