loader

კადრები უმონტაჟოდ: ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სიტუაცია დაიძაბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები უმონტაჟოდ: ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სიტუაცია დაიძაბა

სასტუმრო “ბილტმორში”, სადაც ძიუდოს ფედერაციის ყრილობა მიმდინარეობს, სიტუაცია დაიძაბა. რამდენიმე წუთის წინ სასტუმროში მივიდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებული სპორტსმენები, რომლებიც სრული შემადგენლობით ითხოვდნენ ყრილობაზე შესვლას. თავდაპირველად, ყრილობის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დარბაზში შევიდა 8-კაციანი ჯგუფი, თუმცა შემდგომ მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდა და თითქმის სრულად შეუშვეს ყველა.

ყრილობას მათ შორის ესწრებიან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და სხვა სპორტსმენები.

ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. დარბაზთან მობილიზებულნი არიან კერძო დაცვის სამსახურის, “ალგანის” თანამშრომლები. სწორედ ისინი არ უშვებდნენ სპორტსმენებს იმ დარბაზში, სადაც ყრილობა ტარდება.

როგორც ყრილობაზე შესვლამდე ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ისინი დავით ქევხიშვილს დაუსვამენ ყველა კითხვას, რაც მათ აქვთ.

ავტორი: გიორგი ჟამერაშვილი