loader

"ნელა, ნელა, ფრთხილად" - ქართველი კომენტატორების საოცარი ემოცია, სანამ ტოჩინოშინი 40-გზის ჩამპიონს დაამარცხებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნელა, ნელა, ფრთხილად" - ქართველი კომენტატორების საოცარი ემოცია, სანამ ტოჩინოშინი 40-გზის ჩამპიონს დაამარცხებდა

დღეს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ლევან გორგაძემ, ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა. ტოჩინოშინის მეტოქე 40-გზის ჩემპიონი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი, 0:25-ზე ჰქონდა.

ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და მთავარი კანდიდატია იმპერატორის თასის მოგების. სხვა ლიდერთა სია ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ - 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 10 გამარჯვება, 2 მარცხი.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.



ასევე დაგაინტერესებთ: დარბაზის რეაქცია, როცა ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა

ტოჩინოშინის ემოცია მას შემდეგ, რაც 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა

წლის ბრძოლა: ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა