loader

როგორ დაამარცხა "კოკაიმ" წლების წინ ლეგენდარული მონღოლი ასაშორიუ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დაამარცხა "კოკაიმ" წლების წინ ლეგენდარული მონღოლი ასაშორიუ

დღეს ქართული სუმოსთვის ისტორიული დღეა. ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ ნაცუბო ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს 40-გზის ჩემპიონი იოკუძუნა ჰაკუჰო დაამარცხა. ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია.

კიდევ ერთი ქართველი სუმოისტი, რომელმაც წლების წინ მონღოლი იოკოძუნა ასაშორიუ დაამარცხა, ლევან ცაგურია იგივე "კოკაი" იყო. იმ დროს ასაშორიუს სუმოში უმაღლესი რანგი ჰქონდა და დაუმარცხებელ სუმოისტად მიიჩნეოდა. მათ შორის ორთაბრძოლა 2006 წელს გაიმართა.

ლევან ცაგურია საქართველოდან და საერთოდ ევროპიდან პირველი სეკიტორი იყო პროფესიულ სუმოში. სოხუმელი "კოკაი" 2001-2012 წლებში ასპარეზობდა და კომუსუბის რანგს მიაღწია.