loader

აქვს თუ არა იმპერატორის თასის მოგების შანსი ტოჩინოშინს დღევანდელი მარცხის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქვს თუ არა იმპერატორის თასის მოგების შანსი ტოჩინოშინს დღევანდელი მარცხის შემდეგ?

დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთოთხმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და სამწუხაროდ ტოჩინოშინმა მეორე მარცხი იწვნია.

ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

იოკუძუნა კაკურიუ - 13 გამარჯვება , 1 მარცხი
ტოჩინოშინი - 12 გამარჯვება, 2 მარცხი
იოკუძუნა ჰაკუჰო - 12 გამარჯვება , 2 მარცხი


აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ფალავანმა ყველა პირობა შეასრულა, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ ოძეკობა (სუმოს იერარქიაში რანგით მეორე ტიტული) მიანიჭონ. უკვე იაპონური ტელევიზიებიც ხშირად ქართველს ოძეკად მოიხსენიებენ.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა იკიოი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 7:4-ზე აქვს. 31 წლის იაპონელმა ამ ბაშოზე 8 შეხვედრა მოიგო და 5 შეხვედრაში დამარცხდა.

ფინალურ დღეს ერთმანეთს აგრეთვე დაუპირისპირდებიან მონღოლი იოკუძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ. ჰაკუჰოს სრული უპირატესობა აქვს ბალანსში 41:6-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

ტოჩინოშინის მამის ემოციები, როდესაც დღევანდელ ორთაბრძოლას უყურებდა