loader

პირველი კადრები ტოჩინოშინის ოძეკად მონათვლის ცერემონიიდან - კადრებს იაპონური ტელეკომპანია NHK ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ტოჩინოშინის ოძეკად მონათვლის ცერემონიიდან - კადრებს იაპონური ტელეკომპანია NHK ავრცელებს

ლევან გორგაძემ ოძეკის ფიცი ოფიციალურად დადო და ამიერიდან სუმოს სამყაროში იერარქიის მეორე საფეხურზე განაგრძობს ასპარეზობას.

sportall.ge-ს ინფორმაციით, თბილისის დროით დილის ექვს საათზე, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც მისთვის ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.

იაპონური ტრადიციის თანახმად, სუმოს ასოციაციის წევრები ლევანის კლუბს, კასუგანოს ესტუმრნენ და ქართველ ფალავანს, მისი კლუბის პრეზიდენტის თანხლებით, სუმოს ასოციაციის დადგენილება გააცნეს, რის მიხედვითაც დღეიდან ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის მფლობელია.

ქართველმა ფალავანმა, როგორც წესები მოითხოვდა, ტიტულის მისაღებად ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად დაიცავს აღნიშნულ წოდებს. ფიცში ლევანმა აღნიშნა, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა გახდეს სანიმუშო მებრძოლი.

ოძეკი ქართულად იშიფრება, როგორც ჩემპიონი და იგი სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას (ანუ უძლეველი ჩემპიონის) შემდეგ.

ტოჩინოშინი მესამე ევროპელი სუმოისტია, ვინც ეს წოდება მიიღო.


იხილეთ ასევე: რას ჭამენ სუმოისტები და რამდენი უნდა იყოს მათი იდეალური წონა

"ის მარტო ჩემი შვილი არ არის, ის ჩვენი საქართველოს შვილია" - ტოჩინოშინის ოჯახის წევრები ქართველი გოლიათის ბავშვობასა და იაპონურ ცხოვრებაზე გვიყვებიან

ტოჩინოშინის მამის ემოციები, როდესაც დღევანდელ ორთაბრძოლას უყურებდა

რამდენი ათასი ლარი გამოიმუშავა ტოჩინოშინმა ჰაკუჰოს ძლევით

ტოჩინოშინის ემოცია მას შემდეგ, რაც 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა