loader

კაშიას "თანასწორობის ჯილდო" კობიაშვილს გადასცეს - უეფამ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს ვიდეო მიუძღნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაშიას "თანასწორობის ჯილდო" კობიაშვილს გადასცეს - უეფამ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს ვიდეო მიუძღნა

უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია "თანასწორობის ჯილდოთი" დააჯილდოვა. ცერემონიალი მონაკოში გაიმართა. თავად გურამ კაშია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გადასცა. დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე, უეფამ ვიდეოთი განმარტა, თუ რატომ გადასცეს გურამ კაშიას ეს ჯილდო. ვიდეოში საუბარია, რომ გურამ კაშია "ვიტესის" კაპიტანი იყო. ის ცენტრალური მცველი და ლიდერი იყო როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. გურამ კაშია ორჯერ გახდა საუკეთესო ქართველი მცველი და როდესაც მას სთხოვეს, გაეკეთებინა სამკლავური ცისარტყელას ფერებში, ის ამას დაუფიქრებლად დათანხმდა. ბევრი მის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მისი ნაკრებიდან გაშვებას მოითხოვდნენ, მათ შორის, მედიაშიც.