loader

8 გზის ჩემპიონი მეკლდეურობაში გიგა ჯანხოთელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 გზის ჩემპიონი მეკლდეურობაში გიგა ჯანხოთელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

ქართველი მეკლდეურები ავსტრიაში საწვრთნელ ვარჯიშებს გადიან. ისინი მეკლდეურობაში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან, რომელიც ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში 6 სექტემბერს დაიწყო და 16 სექტემბერს დასრულდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ავსტრიაში მყოფმა, საქართველოს რვაგზის ჩემპიონმა მეკლდეურობაში გიგა ჯანხოთელმა განუცხადა, მასთან ერთად ავსტრიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოდან კიდევ ორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გიორგი ჯაფარიძე და ნიცა თვაური მიიღებს. მათთან ერთად იმყოფება მწვრთნელი ავთანდილ ქურასბედაინიც.

ქართველი სპორტსმენები ჩემპიონატზე 11-12 და 13 სექტემბერს გამოვლენ და მონაწილეობას სპორტის სამ სახეობაში - რთულ, სწრაფ და ბოლდერინგში მიიღებენ.