X
პენალტი, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ლატვიასთან გამარჯვება მოუტანა - 1:0
22:02 / 09-09-2018
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 77-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა თერთმეტრიანი დარტყმის შედეგად გაიტანა.

ამ გამარჯვების შედეგად, საქართველოს ნაკრები ორ მატჩში მოპოვებული 6 ქულით ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია. შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 13 ოქტომბერს ანდორის წინააღმდეგ გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში „ქართული მარში“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ გურამ კაშიას საწინააღმდეგო აქციას გამართავდნენ, თუმცა ხანმოკლე და მცირერიცხოვანი აქცია რამდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა და არც სტადიონის გარეთ და არც ტრიბუნებზე არანაირი ექსცესი არ მომხდარა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
"გვცემდნენ, ძალადობდნენ, გვსჯიდნენ..." - ამბავი ნიგერიიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან