loader

საჩოგბურთო სკანდალი: სერენა უილიამსის ფრაზა, რის გამოც ლეგენდარული ჩოგბურთელი 17 ათასი დოლარით დააჯარიმეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საჩოგბურთო სკანდალი: სერენა უილიამსის ფრაზა, რის გამოც ლეგენდარული ჩოგბურთელი 17 ათასი დოლარით დააჯარიმეს

ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი სე­რე­ნა უი­ლი­ამ­სი US Open-ის ფი­ნა­ლის დროს ატე­ხი­ლი სკან­და­ლის გამო და­ჯა­რიმ­და, მას 17 ათა­სი აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს. ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს.

მატ­ჩი შა­ბათს გა­ი­მარ­თა და უი­ლი­ამ­სი ნა­ო­მი ოსა­კას და­უ­პი­რის­პირ­და.

თა­მა­შის დროს სე­რე­ნა არ­ბიტრს, კარ­ლოს რა­მოსს ეკა­მა­თა, რო­მელ­მაც ჩოგ­ბურ­თელს მწვრთნე­ლის კარ­ნა­ხის გამო შე­ნიშ­ვნა მის­ცა და ქულა მო­აკ­ლო. უი­ლი­ამსმა კარ­ნა­ხი უარ­ყო და რა­მო­სის­გან ბო­დი­შის მოხ­და მო­ი­თხო­ვა.

"მირ­ჩევ­ნია, წა­ვა­გო, ვიდ­რე ვი­თაღ­ლი­თო", - გა­ნუ­ცხა­და სე­რე­ნამ არ­ბიტრს.

რა­მოს­მა უი­ლი­ამ­სი მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლავ და­ა­ჯა­რი­მა, რო­დე­საც გაბ­რა­ზე­ბულ­მა ჩო­გა­ნი ძირს და­ა­ხეთ­ქა და გა­ტე­ხა. ხოლო მას შემ­დეგ, რაც სე­რე­ნამ არ­ბიტრს "ქურ­დი" უწო­და, რა­მოს­მა ლე­გენ­და­რუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი მთე­ლი გე­ი­მით და­ა­ჯა­რი­მა.

17 ათა­სი დო­ლა­რი­დან, რო­მელ­საც უი­ლი­ამ­სი ჯა­რი­მის სა­ხით გა­და­იხ­დის, 4 ათა­სი მწვრთნე­ლის კარ­ნა­ხის­თვის, 3 ათა­სი ჩოგ­ნის გა­ტეხ­ვის­თვის, 10 ათა­სი კი - არ­ბიტ­რის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის და­ე­კის­რა.

US Open-ის ფი­ნალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ჩოგ­ბურ­თელ­მა 1,85 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნდა მი­ი­ღოს.