loader

ტოჩინოშინის მორიგი წარმატება - ლევან გორგაძემ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტოჩინოშინის მორიგი წარმატება - ლევან გორგაძემ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა

დღეს, 18 სექტემბერს, აკი ბაშოს X საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მე-6 მოგება მოიპოვა.

ლევან გორგაძემ ბრაზილიელი კაისეი იორიკირის ილეთით დაამარცხა, მასთან პირადი ბალანსი კიდევ უფრო გამოიკეთა და ამ დროისთვის სამი მოგებით სჯობნის (10:7).

ამ მოგების შემდეგ ქართველ ფალავანს ტურნირზე ბალანსი 6:4-ზე აქვს. 2 მოგებაც და გორგაძე დადებით ბალანსს გაიფორმებს, რის შემდეგაც მას ოძეკის წოდების დაკარგვა აღარ დაემუქრება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა კაკურიო იქნება, ვისთანაც ქართველს ძალიან ცუდი ბალანსი 2:22-ზე აქვს. აღსანიშნავია, რომ იოკოძუნა აკი ბაშოზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

სასიხარულო ამბავი
გვაქვს ჯურიო ლიგიდან, სადაც ქართველი ფალავანი თეიმურაზ ჯუღელი ასპარეზობს. მან სეიო ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და ამ დროისთვის ბალანსი 5:5-ზე აქვს. გაგამარუს კიდევ 3 მოგება სჭირდება, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს.

მისი მომდევნო მეტოქე კიოკუშუჰო იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 7:11-ზე აქვს.