loader

გურამ თუშიშვილი, მსოფლიო ჩემპიონი - გზა გამარჯვებისკენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ თუშიშვილი, მსოფლიო ჩემპიონი - გზა გამარჯვებისკენ

26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი (+100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

თუშიშვილი ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს, უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე იპონით დაამარცხა.

გურამ თუშიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია მიმდინარე ტურნირზე, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 23 წლის ძიუდოისტისთვის ეს კარიერაში პირველი ოქროს მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა მეორე წრეში გოლიათი რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, შემდეგ უკრაინელ იაკივ ხამოს მოუგო. მერე, მეოთხედფინალში ჰოლანდიელ როი მეიერს დამატებით დროში სძლია, ნახევარფინალში კი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.


ასევე დაგაინტერესებთ: ბევრი საქომაგოდ შეწუხდა, აქ ჩამოვიდა და მადლობა ღმერთს, რომ არ გავუცრუე იმედები - გურამ თუშიშვილის პირველი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ

დაუჯერებელი გამარჯვება ბოლო წამებზე - გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!